40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა








ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 



აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 77 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7.250%-ით, მაქსიმალური - 7.530%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.433%-ით განისაზღვრა.


სრულად