მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ქართველ მოსწავლეთა ცოდნის დონე დადგინდა

სახელმწიფო შეფასებით, მათემატიკაში მიღწევათა სკალის დაბალ საფეხურს მიღმაა მე-9 კლასის მოსწავლეთა 30%, ფიზიკაში – 35%, ქიმიაში – 49%, ხოლო ბიოლოგიაში – 13%. ამის შესახებ edu.aris.ge წერს.

სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევების, მათემატიკაში მოსწავლეთა მიღწევებისა და მათი შეფასების შესახებ ჩატარებულმა სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევებმა (TIMSS, PISA), რომლებიც 2015-2016 წლებს მოიცავდა, ცხადყო, რომ მოსწავლეთა საშუალო შედეგი საერთაშორისო საშუალო სკალირებულ ქულაზე გაცილებით დაბალია – ამ კვლევების შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევების“ მიმდინარეობისას წარადგინეს.

საერთაშორისო კვლევების TIMSS, PISA მიხედვით, საქართველოში მე-4, მე-8 კლასელთა ცოდნა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში ჩილეს, მექსიკის, ყატარისა და თურქეთის დონეზეა.

TIMSS-ის კვლევაში, რომელიც მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეებში ჩატარდა მონაწილეობდა 57 ქვეყანა, 580 000 მოსწავლე.

PISA-ს კვლევაში კი, რომელიც 15 წლის მოსწავლეებს მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებასა და კითხვაში ჩაუტარდა 72 ქვეყანა და 500 000 მოსწავლე მონაწილეობდა.

რაც შეეხება სახელმწიფო შეფასებას მათემატიკასა და ბუნებისმტყველებაში, რომელიც მე-9 კლასში ჩატარდა, სულ 1000-მდე სკოლა, 16 523 მოსწავლე, 1007 მასწავლებელი და 15 128 მშობელი მონაწილეობდა.

საერათაშორისკო კვლევების (TIMSS, PISA) მიხედვით, რომლებიც 2015 წელს ჩატარდა, მე-4 კლასელებისთვის მათემატიკაში ნაჩვენები შედეგი TIMSS-ის საშუალო სკალურ ქულაზე – 500-ზე – დაბალია.

საშუალო სკალირებული ქულა საქართველოსთვის ამ შემთხვევაში 463-ია და ამ მაჩვენებლით ის თურქეთსა და ჩილეს ქვეყენებს შორისაა. რაც შეეხება მე-8 კლასში ჩატარებული კვლევის მაჩვენებლებს, ამ შემთხვევაში საშუალო სკალირებული ქულა კიდევ უფრო დაბალია – 453. აღნიშნული მაჩვენებლით ბაქრეინისა და ლიბანის ქვეყნებს შორის ვართ.

კვლევის ჩატარებამ ცხადყო, რომ მოსწავლეთა მიღწევების მაჩვენებელი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს და რა სტატუსი აქვს სკოლას. მაგალითად, მე-4 და მე-8 კლასში ჩატარებული კვლევის შედგები გაიცლებით დაბალია სოფელის სკოლებში, ვიდერე ქალაქის სკოლებში. მსგავი სიტუაციაა კერძო და საჯარო სკოლის შედარების შემთხვევაშიც. კერძო სკოლის მაჩვენებელი საჯაროსაზე გაცილებით მაღალია.


სრულად