მაისის ბოლოს პარაგვაი საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს

მაისის ბოლოს პარაგვაი საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს. ამის შესახებ Reuters-ი წერს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას პარაგვაის პრეზიდენტი ჰორაციო კარტესი დაესწრება. 

როგორც პარაგვაის მთავრობის სპიკერმა განმარტა, ქვეყნის პირველი პირის ისრაელში ვიზიტი 21-22 მაისს არის დაგეგმილი. 

პარაგვაიმ საკუთარი გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ერთ კვირაში გააჟღერა. მანამდე, აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა სხვა ქვეყნების მსგავსად, თელ-ავივში იყო განთავსებული. იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნა მომდევნო კვირაშია დაგეგმილი. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო გვატემალამაც

მანამდე ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, იერუსალიმში საელჩოს გადატანისთვის 6 ქვეყანა მზად არის. 

2017 წლის 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს. აშშ-ის ლიდერის გადაწყვეტილებამ პალესტინელებსა და ისრაელს შორის უფრო მეტი დაძაბულობა წარმოქმნა.


სრულად