მალე, ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოკერიას კრიტიკას,  “ანტიქრისტიანული და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო ქმედებებში” დადანაშაულების შესახებ განცხადებას “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ცინიკური განცხადებით გამოეხმაურა:

(მიხეილ სააკაშვილი) მალე, ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს. ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა. ვარდების რევოლუციის, როგორც დიდი მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე დღეს არის ევროპული საქართველო, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა, ” განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, “მთავარ არხზე” საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას “ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო” ქმედებებში ადანაშაულებს. სააკაშვილის თქმით, ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო “ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან”

„ყოველთვის, მთელი ეს წლები აკეთებდა ამას. განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების… ჩვენი ხელისუფლების დროს მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთელი უბედურება რაცაა…ყველაფერი, რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია.

600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი. ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

წყარო: marshalpress.ge