
კომპანია Apple-მა დესკტოპის ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია - macOS 10.15 Catalina გამოუშვა.
ამ შემთხვევაში Apple უარს ამბობს iTunes პროგრამაზე, რომელიც 2001 წლიდან მოქმედებდა. ახალი ვერსიით Apple-მა iTunes-ის დესკტოპის ვერსია 3 განსხვავებული პროგრამით დაჰყო. ესენია: მუსიკა, TV-ი და პოდკასტები.
ამის გარდა ახალ ვერსიაში გაჩნდა თამაშების სერვისის მხარდამჭერი Apple Arcade, პროგრამა Sidecar-ი რომელიც აიპადში მეორე დისპლეის ხარისხში გამოიყენება, ასევე შესაძლებელია პროგრამის აიპადებიდან გადატანა.
2019 წლის აპრილში Apple-მა თავის ვებგვერდზე პოდკასტების მოსმენა შესაძლებელი გახადა
ერთი ვის წინ კი Apple-მა ოპერაციული სისტემა iOS 13-ის ახალი ვერსია გამოსცა. განცხადება ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
10 სექტემბერს კომპანია Apple-მა ახალი პროდუქცია წარადგინა, მათ შორის სამი აიფონი, Apple Watch-ი და Apple TV+. აიფონების გაყიდვა 20 სექტემბრიდან დაიწყო. IPhone 11-ის ფასი $699 დოლარია, iPhone 11 Pro $999 ეღირება, ხოლო iPhone 11 Pro Max-ის $1099.